სართიჭალაში სატვირთოს მძღოლს 55 ტონიანი ფილა დაეცა - კაცი ადგილზე დაიღუპა

03.08.23 10:58
სართიჭალაში სატვირთოს მძღოლს 55 ტონიანი ფილა დაეცა - კაცი ადგილზე დაიღუპა

უმძიმესი ფაქტი სართიჭალაში - სატვირთო მანქანის მძღოლს 55 ტონიანი ფილა სართიჭალაში ვაზიანი -ბაკურციხის გზის  სამშენებლო სამუშაოების დროს დაეცა. ჯემალ მამუჩაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედრის ამოტანას ნანგრევებიდან სამაშველო სამსახური რამდენსამე საათის განმავლობაში  ცდილობდა. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, დაცული ჰქონდა თუ არა სამუშაოების მწარმოებელ  ჩინურ კომპანიას იქ უსაფრთხოების ზომები და გამოიწვია თუ არა უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა კონსტრუქციის ჩამონგრევა.

მომხდარზე გამოძიება 240 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები