ნარკოდანაშაული 41%-ით გაიზარდა - მესამე სექტორი საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს

03.08.23 11:48
ნარკოდანაშაული 41%-ით გაიზარდა - მესამე სექტორი საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს

საქართველოში ნარკოდანაშაული წინა წელთან შედარებით 41%-ით გაიზარდა. საგანგაშო დასკვნას არასამთავრობო სექტორი ასაჯაროებს. უფლებამცველები სისტემურ პრობლემებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ დანაშაულის პრევენციისთვის არაფერი კეთდება. მათი თქმით, საჭიროა ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა, რათა ის უფრო ჰუმანური გახდეს. 

რაც ქვეყანაში მოიხსნა შეზღუდები კოვიდთან დაკავშირებით, გამკაცრდა, გაძლიერდა ნარკოდანაშუალი დეტექცია და შესაბამისად, ნარკოტიკულ დანაშაულს მსჯავრებული ადამიანის მიმართ სასჯელის შეფარდება. ყველაზე ხშირად გამოიყენება სასჯელის სახით პირობით მსჯავრი, რაც პრობლემურია, იმიტომ, რომ ნარკოტიკულ დანაშაულს, რომელსაც აქვს სოციალურ-ეკონომიკური განზმილება ძალიან ჭარბად, აუცილებელია, რომ სახელმწიფო ამას უყურებდეს უფრო სხვა კუთხით და სადამსჯელოს მიღმა იჩენდეს მხარდამჭერ მექანიზმებს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული აამიანების მიმართ, - ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე. 

რაც შეეხება ნარკორეალიზატორებს, "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ მათთან დაკავშირებით სახელმწიფო, როგორც წესი, რეალურად არ მოქმედებს, რადგან ისინი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ სისტემასთან დაკავშირებული პირები არიან.

მთავარი რეალიზატორი არის სისტემასთან დაკავშირებული ადამიანები. სწორედ ამიტომ ვხედავთ პერმანენტულად სპექტაკლებს ხან ფონიჭალიდან, ხან საიდანღსაც. წინასწარ იცის ხელისუფლებამ ვინ დაიჭიროს. ციხეში არ უნდა იჯდეს ადამიანი, თუ ის სხვა ადამიანზე არ ძალადობს. ამ ლოგიკით თუ ჩვენ შევხედავთ ნარკომომხმარებელს არა როგორც კრიმინალებს, არამედ როგორც პაციენტებს, საკუთარი ქმედებაც მორალურად გამართული იქნება და ნაკლებ ადამიანს დავხოცავთ მთელ ამ პროცესში. პოლიტიკა უნდა იყოს ადამიანური და ჩვენ ნარკომომხმარებლეს უნდა შევხედოთ როგორც ადამიანებს და არა ადამიანებზე უფრო დაბლა მდგომ არსებებს, - ამბობს იაგო ხვიჩია. 

მსგავსი სიახლეები