ხმაური ზუგდიდში - მძღოლებმა ერთმანეთი სცემეს
ხმაური ზუგდიდში - ავტოსადგურის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. ერთმანეთს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები დაუპირისპირდნენ. ცენტრალური ავტოსადგურისა და ახლად გახსნილი სადგურის მძღოლებს შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ძველი სადგურის მძღოლები ახლად გახსნას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მგზავრები შემცირდა და შემოსავალი საწვავზეც აღარ ჰყოფნით.