აბიტურიენტმა, რომელსაც სასამართლო განჩინების მიუხედავად გამოცდა არ დაუნიშნეს, NAEC - ს უჩივლა
აბიტურიენტმა, რომელმაც სასამართლო განჩინების მიუხედავდ, დამტებით გამოცდის დანიშვნაზე უარი უთხრეს, გამოცდების ეროვნულ ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლა.
ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ავრცელებს.
"სასამართლოს მივმართეთ განმარტების გაკეთების თაობაზე.
- სსიპ შეფასების და გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ მივმართეთ შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
- უახლოეს საათებში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მივმართავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლო სისტემას და კონატიტუციურ უფლებებს, ვერ გავაუქმებინებთ.
შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს “რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს”. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები.
ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა", - წერს ანა არგანაშვილი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა. ირკვევა, რომ ახალგაზრდას რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულებაგამო.
ცნობისთვის, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.