სროლა ლილოს ბაზრობაზე - დაჭრილია ერთი პირი
შეიარაღებული თავდასხმა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე - "პირველების" ინფორმაციით, დაჭრილია ერთი პირი.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილი, ავტობუსის გაჩერება ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.
პოლიცია კამერების ჩანაწერებს იკვლევს.
რაც შეეხება დაშავებულს, კაცი, რომელიც სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს პოლიცია ეძებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ინფორმაცია კრიმინალური ფაქტის შესახებ თავდაპირველად aktual.ge-მ გაავრცელა.