გამოძალვაში და რეკეტში ბრალდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები პატიმრობაში რჩებიან
გამოძალვაში და რეკეტში ბრალდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები პატიმრობაში რჩებიან- მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში, განსასჯელის სკამზე დღეს სამი პირი იჯდა.
სამ ბრალდებულს შორის ერთ-ერთი ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტი“ ანზორ შარმაიძეა, რომელიც წლების წინ "სი-აი-ეის" აგენტის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული.
ამჯერად შარმაიძეს ქურდული გარჩევის ორგანიზებასა და მუქარის გზით, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას ედავებიან.