2 ტყვია აქვს თავში ნასროლი - "პირველებმა" ლილოში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები გაარკვია
"ტვ პირველმა" ლილოში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები გაარკვია - ირკვევა, რომ რომან ისაევზე თავდასხმა საკუთარ მაღაზიაში მოხდა.
პირველების ინფორმაციით, დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, ეთნიკურად აზერბაიჯანელი კაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.
ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ტექსტილის მაღაზია აქვს, შეიარაღებული პირი ჯერ საქმის გასარჩევად ქუჩაში გასვლას აიძულებდა, უარის გამო კი ცეცხლი გაუხსნა.
უმისამართო სროლას ბაზრობის მოვაჭრეები სასწაულით გადაურჩნენ, შეიარაღებულ დამნაშავეს ახლა პოლიცია ყველგან ეძებს. მისი ვინაობა პოლიციამ სავარაუდოდ, უკვე იცის, რადგან ჯერ დაპირისპირების და შემდეგ დაჭრის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა გადაიღო.
როგორც „პირველებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.