თბილისი, განგსტერული თავდასხმის ადგილი - რა მოხდა ლილოში?

03.08.23 19:56
თბილისი, განგსტერული თავდასხმის ადგილი - რა მოხდა ლილოში?

 

 

სისხლიანი გარჩევა ლილოს ბაზრობაზე - დაჭრილია მოვაჭრე. რომან ისაევს ორი ტყვია თავის არეში ესროლეს. კაცის მდგომარეობა კრიტიკულია, დაშავებულის გადარჩენას ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ.

გასროლის ხმა ლილოში რამდენიმე საათის წინ გაიგეს, რასაც  პანიკა მოჰყვა. ირკვევა, რომ თავდამსხმელი ლილოში ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს იარაღის მუქარით  საქმის გასარჩევად  გაყოლა მოსთხოვა. წინააღმდეგობის შემდეგ კი მამაკაცს, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ცეცხლი  გაუხსნა. 

სისხლის კვალი ტერიტორიას ახლაც ეტყობა. სროლას ლილოში ხალხი სასწაულით  გადაურჩა. სამართალდამცველებს დამნაშავის იდენტიფიცირება მარტივად შეუძლიათ, რადგან თავდასხმის მსხვერპლს მაღაზიაში  კამერები ჰქონდა დამონტაჟებული.

მსგავსი სიახლეები