სტიქია რაჭაში - შოვში დამატებითი სამაშველო ძალები შეიყვანეს

03.08.23 23:37
სტიქია რაჭაში - შოვში დამატებითი სამაშველო ძალები შეიყვანეს

 

 

შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დამატებითი ძალა შეიყვანეს - ინფორმაციას და კადრებს "პირველების" კორესპოდენტი გვაწვდის. 

დღის პირველ ნახევარში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. 

ადგილზე მხოლოდ 2 სამაშველო ვერტმფრენი ჩაფრინდა. თვითმხილველთა თქმით, კი დაღამებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენმა სამუშაოები შეაჩერა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

 

მსგავსი სიახლეები