50 ადამიანთან კავშირი ვერ ხერხდება - მინისტრი შოვის მოვლენებზე
სტიქია შოვში - ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ ამ დროისთვის 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა.
მისი თქმით, "50 ადამიანია რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება".
ამ მომენტისთვის, 70-მდე მოქალაქე სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია. 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, რომლებიც უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ისინი მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ყველა აუცილებელი საჭიროებით უზრუნველყოფილი არიან...
50 ადამიანია, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება. სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. ამ დროისთვის, 150 მაშველი უშუალოდ სტიქიის ზონაში იმყოფება და ამ ადამიანების პოვნას ცდილობს". - თქვა ქარსელაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
მინისტრმა ინტერვიუ "რუსთავ 2"-ს მისცა.