მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს

04.08.23 00:20
მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს

შოვში მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მათ დილით გამოიყვანენ. 

მსგავსი სიახლეები