სტიქია შოვში - 50 მოქალაქეს შორის, ვისაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან, ბავსვებიც არიან
50 მოქალაქეს შორის, ვისაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან, ბავსვებიც არიან - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ადასტურებს.
მერაბ გამყრელიძის განცხადებით, ვერტმფრენების მეშვეობით 70 ადამიანს გადაყვანა მოხდა. დაახლოებით, 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, სადაც იმყოფება პოლიციის ქვედა დანაყოფი, ასევე სამაშველო სამსახურები.
ატანილია პირველადი მოხმარებისთვის საჭირო საშუალება - საკვები და წყალი, რომ დილამდე ადგილზე მოხდეს მათი გაჩერება. ფრენის საშუალება, როგორც კი იქნება ონში გადმოვიყვანთ.
შეტყობინების საფუძველზე გვაქვს 50 მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც ამ ეტაპზე ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები“, - - განაცხადა გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 150-მდე მაშველი-მეხანძრე. წინასწარი ინფორმაციით, შოვში, სტიქიის შედეგად დაახლოებით, 3 მლიონ კუბამდე მასაა ჩამოსული.