ვერტმფრენის არანაირ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია - მინისტრი

04.08.23 01:50
ვერტმფრენის არანაირ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია - მინისტრი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამტკიცებს, რომ შოვში, სამაშველო ვერტმფრენის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია. 

ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ვერტმფრენს სამობილიზაციო პერიოდი აქვს. 

ვითარება ისედაც მძიმეა და ნუ შევეცდებით რაღაც მიზეზების მოძებნას,  ყველას მოგიწოდებთ, გაავრცელოთ დაზუსტებული ინფორმაცია, ვინაიდან საუბარია, პირველ რიგში ადამიანებზე. ძალიან გთხოვთ,  ნუ ვიქნებით იმისთვის, რომ რაღაც მიზეზი ვიპოვით იმისთვის, რომ როდესაც კეთდება აბსოლუტურად მაქსიმალური ძალისხმევა.
მართალია, მე არ ვარ ვერტმფრენის სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერს და მათ შორის ვერტმფრენსაც გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე.

შეტყობინების შემოსვლიდან მყისიერად მოხდა რეაგირება. ორწუთიან ინტერვალზე არის საუბარი, როდესაც ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და გარდა ვერტმფრენისა და გარდა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა, 400 მაშველი არის ჩართული ამ ოპერაციაში" - განაცხადა ქარსელაძე, ონში გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ.

სტიქიის ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ ვერტმფრენი სტქიიის ზონაში მინიმუმ 3 საათის დაგვიანებით ჩაფრინდა. 
 

მსგავსი სიახლეები