ოფიციალურად: 50 პირიდან, რომლებსაც სტიქიის ზონაში ეძებენ, 6 კონტაქტზე გამოვიდა
50 პირიდან, რომლებსაც სტიქიის ზონაში ეძებენ, 6 კონტაქტზე გამოვიდა - როგორც საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძმ განაცხადა ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სტიქიის ადგილას ამ დროისთვის 150-მდე მაშველი რჩება.
"არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ 6 ადამიანი რომელსაც ვერ ვუკავშირდებოდით უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან. ეს პროცესი გრძელდება იმიტომ რომ, მიუხედავად ღამის საათებისა 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში" - განაცხადა ქარსელაძემ.
ირკვევა, რომ ხვალ დილიდან სამაშველო სამუშაოებში დამატებით ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან.
რაც შეეხება 2 დაღუპულს, ხვალვე მოხდება მათი გადმოსვენებაც.