სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან კავშირი ვერ ხერხდება - ინფრასტრუქტურის მინისტრი

04.08.23 10:18
სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან კავშირი ვერ ხერხდება - ინფრასტრუქტურის მინისტრი

სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგის შემდეგ განაცხადა. მისივე ცნობით, მაშველებთან მყოფი ყველა ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 

ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება გადაზუსტება.", - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

მსგავსი სიახლეები