იმხელა ლაფია მოტანილი, ყელამდე ეფლობი, დაზღვევის გარეშე ვერაფერს ვშვრებით - მოხალისე მაშველი
მაშველები და მოხალისეები, რომლებიც რაჭაში, სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც მუშაობენ, ამბობენ, რომ შოვის ტერიტორია მთლიანად მიწით არის დაფარული. მათი თქმით, სტიქიის ეპიცენტრში მხოლოდ სახლების სახურავები ჩანს და იქ შიშველი ხელებით, დაზღვევის გარეშე მუშაობა შეუძლებელია, რადგან თავადაც საფრთხეში არიან.
მოხალისეები ამბობენ, რომ ყოველ ჯერზე ყელამდე ტალახში ეფლობიან და გადაადგულებას ვერ ახერხებენ.
ქვედა ფერდობი შევამოწმეთ მარჯვენა მხარე და აი, აქ სახურავები ჩანდა და სახურავები ადგილი, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. მაშველები არ ჩერდებიან 1 წამითაც კი, მაგრამ შეუძლებელია, ეფლობი ყელამდე. სპეციალური ტექნიკა გვაქვს, აღჭურვილობა, მაგრამ დაზღვევა თუ არ გაქვს, საშინელი მდგომარეობაა. იმხელა ლაფია მოტანილი და იმხელა სილა, რომ ფიზიკურად, რომ ვერაფერს ვშვრებით თუ ზევიდან რამე არ ჩანს. გამოხმაურებითაც, ყველაზე მიუვალ ადგილებში რაც შეგვეძლო მივედით და არავინ ჩანდა. ახლაც ქვევით მხარეს უნდა ჩავუყვეთ, გავაგრძელოთ ძიება. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. დაგროვდა წყალი, როგორც 13 ივნისს, არ ვიცი და წამოიღო. მე ვარ ყოფილი მაშველი და როგორც მოხალისე ჩემს ჯგუფეთან ერთად და ვიღებ მონაწილეობას, რომ იქნევ ვინმეს რამე დახმარება გავუწიო. აგერ ექიმი მყავს, ალპინისტები და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. მთელი ღამე გზაში ვართ, გამთენიისას ჩამოვედით და დილის 6 საათიდან წყალში ვართ, მდინარეში, აგვიდიდდა მერე, გადმოვედით და ახლაც, სანამ ენერგია გვექნება, უნდა გავაგრძელოთ, - ამბობს მაშველი.
სტიქიის ეპიცენტრი ჩარჩენილ ადამიანებამდე მისვლას მაშველები ამ წუთებშიც ცდილობენ. გზის გაყვანას ცოცხალი ძალა იმ კოტეჯაბდე ცდილობს, რომელიც ადგლობრივების თქმით, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ტერიტორიაზე ბევრი დამსვენებელი იყო, თუმცა ზუსტი მონაცემები უცნობია. ახლა სამაშველო სამსახური ადგილობრივებთნა ერთად გზის გაყვანას ბარებით და თოხებით ცილობს.