13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წლის თავზეც "ოცნებამ" ტექნიკის შესაძენად ვერ მოიცალა - ვასო ურუშაძე

04.08.23 11:49
13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წლის თავზეც "ოცნებამ" ტექნიკის შესაძენად ვერ მოიცალა - ვასო ურუშაძე

ენმ-ს წევრი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ 13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წლის თავზეც "ოცნებამ" ტექნიკის შესაძენად ვერ მოიცალა. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ფიქრობს.

 8 წელი გავიდა 13 ივნისის ტრაგედიიდან, მაშინ, როცა ვერტმფრენის არსებობა პირდაპირ იყო დაკავშირებული ადამიანების სიცოცხლესთან, მათ ჯანმრთელობასთან, მათ უსაფრთხოებასთან და ამ 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფრისთვის მოიცალა რაც ეხებოდა მათ პირად კომფორტს, მათ პირად კეთილდღეობას, მათ კორუფციულ ინტერესებს და ვერ შეიძინა ელემენტარული ტექნიკა, - ამბობს ვასილ ურუშაძე.

რაჭაში ტრაგედია გუშინ დატრიალდა. შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე ამ წუტებში სამაშველო სამსახურები მუშაობენ. 

მსგავსი სიახლეები