8 ქურდობა 1 წელიწადში - აშშ-ში ორ ქართველ მამაკაცს ეძებენ

04.08.23 12:33
8 ქურდობა 1 წელიწადში - აშშ-ში ორ ქართველ მამაკაცს ეძებენ

აშშ-ში ორ ქართველ მამაკაცზე ძებნაა გამოცხადებული.   გიორგი ადეიშვილსა და გიორგი ონაშვილს ქურდობას ედავებიან. მათ ბრალად Apple-ის მაღაზიის გაქურდვა ედებათ.

ბრალდების თანახმად, ორმა ქართველმა და კიდევ რამენიმე დაუდგენელმა პირმა პენსილვანიის შტატში 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2023 წლის 27 ივნისის ჩათვლით ქურდობა რვაჯერ განახორციელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია $10,070 ოდენობის ტექნიკა.
 

მსგავსი სიახლეები