"მიცვალებულებს ვერ პოულობენ, ცოცხლებზე ხომ ლაპარაკი არ არის" - სტიქიის ეპიცენტრში ვითარება დაძაბულია
მიცვალებულებს ვერ პოულობენ, ცოცხლებზე ხომ ლაპარაკი არ არის. იქამდე, სადაც მიცვალებულები არიან, ტრაქტორი ვერ გადავა, - სტიქიის ეპიცენტრში ვითარება დაძაბულია. მოსახლეობა შსს-ს მუშაობით უკმაყოფილოა. ადგილობრივები სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვენ.
სიტუაცია მეწყრულ ზონასთან რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავები ადგილობრივებს სტიქიის ზონაში შესვლის უფლებას არ აძლევენ, თუმცა მოსახლეობა დაკარგულების ძებნას საკუთარი ძალებით მაინც იწყებენ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.