სად არის პრემიერის დაპირებული სამაშველო ვერტმფრენები?

04.08.23 14:03
სად არის პრემიერის დაპირებული სამაშველო ვერტმფრენები?

პრემიერის დაპირება, რომელიც მან 1 წლის წინ გასცა და რომელიც სამაშველო ვერტმფრენების შეძენას ეხებოდა, ამ დრომდე ვერ შესრულდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება  2022 წლის  29 აგვისტოს გააკეთა, ფინანსთა მინიტრმა კი თანხის გამოყოფა იმავე წელს დაანონსა.

შვეულმფრენების  შესყიდვაზე ფრანგულ კომპანიასთან მოლაპარაკებებზე სუაბრობდა გომალურის უწყებაც. ირკვევა, რომ ხელშკრულება უცხოურ კომპანიასტან გასულ წელს დეკემბრის ბოლოს დაიდო, თუმცა დოკუემნტში სიეთი პირობებია ჩადებული, რომ მინინიმუმ, 2024 წლამდე ქვეყანას ახალი ვერტმფრენები არ ექნება. 

ხელშეკრულების თანახმად გრანგულ "ეარბასს" "სუპერპუმა" გადასცეს, დამატებით 26 მლნ 500 ევრო გააუხადეს და ამის შემეგ უნდა მიიღოს ქვეყანამ ახალი შევულეფრენები.


2022 წლის 12 დეკემბერს მიმართეს შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულის თანხმობაზე ანუ ყოველგვარი ტენდერის გარეშე შეეძინათ ვერტმფრენები. 26 მლნ ევროა გამოყოფილი აღნიშნული ვერტ,ფრენების შესაძენად და როგორც მათივე დაწერილ პატაკში ირკვევა, აღნიშნული ვერტ,ფრენები უნდა მიეღოთ ხელშეკრულების გაფომებიდან ერთი ვერტმფრენი 17 თვეში, მე-2 19 თვეში, მესამე 20 თვეში. მთავრობის პოლიტიკა არ იყო და მთავორბამ არ მოინდომა დაჩქარებულად ვერტ,ფრენების შეძენა. ვერტმფრენები შეძენილი გვაქვს, თიტქოსდა ფურცელზე არსებობს , სახანძოებიც ფურცელზე არსებობს, მაგრამ რეალურად, არც სახანძროები გვაქვს და არც ვერტმფრენები. ასევე, არ არის აჯრო ინფორმაცია, როდის გაფორმდა ხელშეკრულება ანუ შესაძლებელია, ხელშეკრულება ჯერ საერთოდ არ იყოს გაფორმებული და ის 20 თვიანი ვადაც არ იყოს ათვლილი, - ამბობს კორუფციის მკვლევარი და „ევროპული საქართველოს“ წევრი ბესიკ დონაძე.
 

ავიატორები პირაპირ ამბობენს, რომ "ეარბასთან" მოალაპარეკეკბი წლების წინაც მიმდინარეობდა, თუმცა ეს პროცესი ჩაიშალა. მათ შთაბეჭდილება რჩებათ, რომ სამაშველო ჯგუფების გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის.

ზოგადად, ტერიტორიაზე უნდა იდგეს აუცილებლად ე.წ. მორიგე ვერტმფრენი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამი ბვერტ,ფრენია შეძენილი, რაც არ არის საკმარისი, მინიმუმ, გაორმაგებაა საჭირო ამ საჰაერო საშუალებების, მითუმეტეს, რომ არა მხოლოდ ღვარცოფსა და მეწყერთან გვაქვს საქმე, აქ ხანძარსაშიშ რეგიონია და მოგეხსენაბთ, იყო ამის პრეცედენტიც. ის თანხები, რომელიც , ჩემი აზრით, აბსოლუტურად ფუჭად იხარჯება, კონკრეტული სამინისტროების და უწყებების პერსონალური მანქანების შეძენაზე, იმ აზოგილი თანხებით ალბათ ერთ-ორ ვერტმფრენს ნამდვილად თავისუფლად იყიდიდა სახელმწიფო, - ამბობს ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები