რაჭაში კორპუსების ჩადგმის ნებართვა ყოფილა გაცემული, გაგიჟდით?! - თეა გოდოლაძე

04.08.23 14:22
რაჭაში კორპუსების ჩადგმის ნებართვა ყოფილა გაცემული, გაგიჟდით?! - თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. გოდოლაძე ქვეყანაში გეოლოგიის გავითარების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მშენებლობებზე ნებართვებს უპასუხისმგებლოდ არ იუნდა გასცემდნენ. 

მე რომ გული მტკივა, მე რა უნდა გავაკეთო? მე ჩემს პირად პასუხისმგბელობას ვგრძნობ ახლა. კორპუსებზე ყოფილა გაცემული ბრძანება, გაგიჟდით?! სხვანაირად როგორ ვთქვა უკვე? რა ენაზე ვთქვა?! ყველგან ყველაფერი მოძრაობს ამ ქვეყანაში. რა კორპუსები უნდა ააშენოთ რაჭაში, ერთი გამარკვიეთ, რა! როგორ უწყობს ქვეყანა ხელს, რომ ეს დარგი გავითარდეს? ყველა მუნიციპალიტეტს, მითიუმეტეს რაჭას, რომ ჰყავდეს გელოგები იქ. გეოლოგიური სამსახური, ვინც ეტყვის, რომ ჭალაში კოტეჯი არ უნდა ჩადგა და ბავშვი შიგ არ უნდა შეასახლო, - ამბობს თეა გოდოლაძე.

მსგავსი სიახლეები