მაშველები სტიქიის ეპიცენტრთან მისასვლელად დროებით გზებს და ხიდებს აგებენ

04.08.23 15:29
მაშველები სტიქიის ეპიცენტრთან მისასვლელად დროებით გზებს და ხიდებს აგებენ

რამდენიმე საათიანი მცდელობის  შემდეგ საკურორტო ზონის მისადგომებთან მძიმე ტექნიკამ მიაღწია, თუმცა  ტერიტორიაზე შესვლას ჯერ ვერ ახერხებს. ჩახერგილი გზების და დანგრეული ხიდების გამო იქ გაწმენდითი სამშაოები გართულებულია, ამიტომ მაშველები ალტერნატიული გზების შეყვანას და დროებით ხიდების გაკეთებას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

სწორედ ამ ალტერნატიული გზების გაყვანას სთხოვდნენ მოქალაქეები მაშველებს, რომლებიც მათ საბოლოო ჯამში, დაეთანხმდნენ. ადგილზე ქვები და ბეტონის კონსტრუქციები აიტანეს, რომელითაც შემოვლითი გზის გაკეთებას შეძლებენ. 

 

მსგავსი სიახლეები