ტრაგედია რაჭაში და მიწის ქვეშ მოყოლილი ადამიანები - უმძიმესი კადრები და ინტერვიუები

04.08.23 20:01
ტრაგედია რაჭაში და მიწის ქვეშ მოყოლილი ადამიანები - უმძიმესი კადრები და ინტერვიუები

 

 

 

24 საათზე მეტი სტიქიური უბედურებიდან და მიწის უზარმაზარი მასის ქვეშ დარჩენილი ადამიანები - რაჭაში უმძიმესი ვითარებაა.  ყველა კადრი უმძიმესი სანახავია და ყველა ინტერვიუ უმძიმესი მოსასმენია. ადამიანები ამ დრომდე  ელოდებიან,რომ სამაშველო სამსახური მიწით და წყლით დაფარული ტერიტორიიდან მათ ახლობლებს და ოჯახის წევრებს ამოიყვანენ.

მაშველები და მოხალისეები, ყველა ერთად  სამაშველო სამძებრო ოპერაციაშია  ჩართული. ხვალიდან შოვში სამხედრო დანაყოფები შევა. ყველა წუთი გადამწყვეტია. დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც. ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. ამ დრომდე ვერ ხერხდება  ყველა გარდაცვლილის  იდენტიფიცირებაც.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები