შემზარავი კადრები შოვიდან - 7 საათის განმავლობაში 5 ადამიანის ცხედარი შუა მინდორში ესვენა

04.08.23 20:10
შემზარავი კადრები შოვიდან - 7 საათის განმავლობაში  5 ადამიანის ცხედარი შუა მინდორში ესვენა

 

 

 

ენით აუღწერელი ტრაგედიის ამსახველი მძიმე კადრები - 7 საათის განმავლობაში  5 ადამიანის ცხედარი შუა მინდორში, მზის გულზე ესვენა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომასალამ მთელი ქვეყანა შეძრა. ადგილობრივები, ვინც ცხედრები დამეწყრილი ტერიტორიიდან ამოიყვანეს, გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც  იქ მისულებმა ნახეს,რომ გარდაცვლილები დილის 7 საათიდან 3-მ საათამდე არავის გადაუსვენებია.    

210 ევაკუირებული  - ეს არის მაშველების გმირული მუშაობის შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ღამე ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს, მაშველები არ გაჩერებულან და მთელი ღამის განმავლობაში ფანრებით და ნიჩბებით აღჭურვილები ეძებდნენ მეწყერში ჩარჩენილებს.  საგანგებო სიტუაციების 400 თანამშრომელი ადგილზეა მობილიზებული. მაშველებთან ერთად მუშაობენ მოხალისეებიც. ხვალიდან რაჭაში თავდაცვის ძალებიც ჩავლენ.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები