„შოვი აღარ არსებობს“ - როგორ დაიწყო სტიქია
„შოვი აღარ არსებობს“ - ეს არის პირველი ფრაზა, რომელსაც სტიქიის ზონიდან გამოყვანილი ხალხი ამბობს. თვითმხილველები იხსნებენ როგორ დაიწყო სტიქია და რა უმძიმესი საათების გადატანა მოუწიათ, ვიდრე მათ მაშველები მიაგნებდნენ და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანდნენ. ქალები, ბავშვები მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას ელოდნენ. მათი ევაკუაცია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც გამთენიისას ვერტმფრენებს აფრენის საშუალება მიეცათ.
მძიმე ვითარებაა ამ დრომდე იმ საგუშაგოსთან, სადაც პოლიციას შოვში შესასვლელი გზა აქვს გადაკეტილი. ის ხალხი, ვისი ახლობლებიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩება ითხოვს, რომ შეუშვან დამეწყრილ სოფელში, რათა თავად მოძებნონ ოჯახის წევრები. ხალხი შვილების გადარჩენას ითხოვს. მათთვის ყოველი საათი და ყოველი წუთი უმძიმესია, რადგან არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებიან მათი ახლობლები.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.
ფოტო: "მთის ამბები"