შოვი, როგორც მაღალი რისკის ზონა - რა გააკეთა სახელმწიფომ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად?

04.08.23 20:20
შოვი, როგორც მაღალი რისკის ზონა - რა გააკეთა სახელმწიფომ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად?

 

 

 

რა გააკეთა სახელმწიფომ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად? - გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მაღალი რისკის ზონად შეფასდა სწორედ ის ადგილი, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა. "ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას  და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს“ - წერია დოკუმენტში. 
 

ხელისუფლება უმოქმედოდ იყო მაშინაც,  როდესაც, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა  ბიზნესმენებმა შოვი ქაოტური მშენებლობების  მოედნად გადააქციეს.  ირკვევა, რომ სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ასაშენებლად, რომელიც  „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ილია წულაიას სახელს უკავშირდება, მდინარეს კაპალოტიც კი შეუცვალეს. დღეს კი ირკვევა, რომ კოტეჯებისა და სასტუმროების  გარდა შოვში  გაცემულია მრავალსართულიანი  კორპუსის  მშენებლობის ნებართვაც.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები