ცხედრები უპატრონოდ იყვნენ მიტოვებულნები - მოხალისე მაშველი
"ცხედრები, რომლებიც დამეწყრილი ზონიდან ადგილობრივებმა ამოიყვანეს, დილის 6 საათიდან 4 საათამდე უპატრონოდ იყვნენ მიტოვებულნი"- ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში მოქალაქე დანიელ ბუკაშვილმა განაცხადა, რომელიც სტიქიური უბედურების ადგილზე მუშაობს და სამაშველო ღონისძიებაშია ჩართული.
მოხალისე ამბობს, რომ ტალახი 4-დან 7-მეტრამდე სიმაღლისაა, რაც სამაშველო ღონისძიებას ართულებს. ზედაპირულად ვალაგებთ ტალახზე ფიცრებს, რომ გადაადგილება შევძლოთ, თუმცა რამდენიმე წუთში, ეს ფიცრები აღარ არსებობს"- ამბობს ბუკაშვილი.