ხვალ სამუშაოები შესრულდება მძიმე ტექნიკით - ჯუანშერ ბურჭულაძე

04.08.23 23:02
ხვალ სამუშაოები შესრულდება მძიმე ტექნიკით - ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრი რაჭაში სტიქიის ზონაშია - ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ ხვალ ძირითადი  სამუშაოები შესრულდება მძიმე ტექნიკით. ირკვევა, რომ თავდაცვის ძალები ხვალ 2 ასაწყობ ხიდს გამოიყენებენ. 

მინისტრი იქვე აღნიშნავს, რომ  ადამიანური  რესურსიც საჭირო იქნება.

თქვენ ხედავთ მძიმე ტექნიკა მუშაობს ახლაც, დილით აეწყობა აქ ხიდი, რომ ტექნიკამაც იმოძრაოს თავისუფლად. ასევე  ხვალ დამატებით ჩამოგვივა  ტექნიკა, რომელსაც გამოვიყენებთ. ასევე გავშლით საფეხმავლო ხიდს,  რომ არ შევუშალოთ ერთმანეთს ფეხით მოსიარულეებმა და მძიმე ტექნიკამ.

ჩამოსულია უკვე  დასავლეთის   სარდლობის მე-3 ბრიგადის ასეული და ასევე გვარდიის რეზერვისტები, ასეულია ჩამოსული“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები