შოვის თავზე გუშინ სამაშველო ვერტმფრენი ტრიალებდა, ანუ სახელმწიფოს ჰქონდა რაღაც ინფორმაცია...- ექსპერტი

04.08.23 23:33
 შოვის თავზე გუშინ სამაშველო ვერტმფრენი ტრიალებდა, ანუ სახელმწიფოს ჰქონდა რაღაც ინფორმაცია...- ექსპერტი

 

 

შოვის თავზე გუშინ სამაშველო ვერტმფრენი ტრიალებდა, ანუ სახელმწიფოს ჰქონდა რაღაც ინფორმაცია -  ეს განცხადება უსაფრთხოების ექსპერტმა, ნიკო მიქაიამ "პირველების" ეთერში გააკეთა. 

მისი თქმით, ექსპერტები ჯერ კიდევ 2020 წლიდან უშვებდნენ განგაშის სიგნალებს რაჭაში მოსალოდნელი კატაკლიზმების შესახებ, თუმცა ხელისუფლებამ შესაბამისი, გამაფრთხილებელი სენსორები ადგილზე მაინც არ დააყენა. 

აბსოლუტურად შორს ვარ იმ აზრისგან, რაც გუშინ, ემოციურ ფონზე ერთ ერთმა მოქალაქემ გააჟღერა, რომ კალაძემ ოჯახი ვერტმფრენით გაიყვანა, მე ამის არ მჯერა. მაგრამ ფაქტი არის ერთი - შოვის თავზე გუშინ ვერტმფრენი ტრიალებდა. ანუ სახელმწიფოს ჰქონდა რაღაც ინფორმაცია, ისინი აკვირდებოდნენ რაღაც პროცესებს" - ამბობს ექსპერტი. 

დამაზუსტებელ კითხვაზე, ვერტმფრენი შოვში პროცესების დაწყებამდე იყო თუ არა,  მიქაია აცხადებს, რომ "ადგილობრივებმა ვერტმფრენის ხმა გაიგეს და ამას არაერთი ადამიანი ადასტურებს". 

უსაფრთხოების ექსპერტის განმარტებით, სხვადასხვა წყაროების თანახმად, სტიქიურ უბედურებამდე "რამდენიმე დღით ადრე, მდინარე ადიდდა, მოხდა დაგუბება და გუშინ გასკდა". 

ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო ამას უყურებდა, უბრალოდ არავინ ელოდა, რომ ამხელა პროცესი განვითარდებოდა. მე არ ვამბობ, რომ სტიქიის მოვარდნას დაელოდნენ და ადამიანების დახოცვას შეუწყვეს ხელი, უბრალოდ, ევაკუაცია სათანადო დროს არ გამოცხადდა. როდესაც პრევენციული საშუალებები გიჭირავს ხელში, შეგიძლია, სენსორები დააყენო, როცა პოსტფაქტუმ დგახარ, რომ მიწა არის დაძრული და დიდ დაგუბებას აკეთებს მდინარე და შენ არ აკეთებ არაფერს, ეს ირიბად ნიშნავს იმას, რომ როგორც ამ ქვეყნის მმართველს პრობლემა გაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე, საქართველოს მოქალაქეს არ უნდა მქონდეს შენი იმედი"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები