ძლიერი აფეთქებები ქერჩში - ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა

05.08.23 10:00
ძლიერი აფეთქებები ქერჩში - ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა

გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ქერჩში, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, უკრაინელები ხიდს საზღვაო დრონებით უტევენ.

ხიდზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა შეჩერებულია.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 4 აგვისტოს ღამით საზღვაო დრონების თავდასხმის შედეგად ქერჩის სრუტეში, სავარაუდოდ, რუსული ქიმიური ტანკერი "SIG" დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები