შოვში, სტიქიის ზონაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარეობს გზის წმენდის, აღდგენისა და დროებითი ხიდის მონტაჟის სამუშაოები.
შოვში დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც.
სტქიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი.