"ცხედრები დაზიანებულია" - 11 გარდაცვლილიდან მხოლოდ 6-ის იდენტიფიცირება მოხერხდა

05.08.23 11:29
"ცხედრები დაზიანებულია" - 11 გარდაცვლილიდან მხოლოდ 6-ის იდენტიფიცირება მოხერხდა

11 გარდაცვლილიდან მხოლოდ 6-ის იდენტიფიცირება მოხერხდა - ინფორმაცია მედიას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიაწოდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ამბობს, რომ სტიქიური უბედურების ზონიდან ამოყვანილი ცხედრების უმეტესობა დასახიჩრებულია და მათ ამოსაცნობად დნმ-ს ანალიზის ჩატარება გახდება საჭირო. 

გზა იჭრება, რომ მეწყრულ მასას ორივე მხარიდან მიუდგნენ მაშველები. ერთ მხარეს დაახლოებით 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს. იმ ლოკაციაზე, სადაც გუშინ ცხედრები იქნა ნაპოვნი. მძიმე ტექნიკა სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად მუშაობს. ჩვენ სამძებრო ღონისძიებებს ვახორციელებთ იმ დათქმით, რომ უნდა ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები. სამწუხაროდ, შეიძლება იყოს გვამები. ისეთ გარემოში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ასე რომ აღებული იქნება დნმ-ს ანალიზი და ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად"- აცხადებს ლერი ბარნაბიშვილი.  

ფოტო: მთის ამბები 

მსგავსი სიახლეები