დრონების თვითნებურად გამოყენება საფრთხეა შოვში მომუშავე ვერტმფრენებისთვის - საგანგებო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებაზე გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიიღონ.
"მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის". - წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.