შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება? - 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოები

05.08.23 12:05
შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება? - 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოები

 

 

რა ჩანს შოვში მომხდარ სტიქიამდე გადაღებულ სატელიტურ სურათებზე - უფასო სურათები Landsat-ის მიერ 27 ივლისსა და 4 აგვისტოს არის გადაღებული. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ნათლად ჩანს, რომ რაჭაში მეწყრული პროცესები 27 ივლისს უკვე დაწყებულია.  სავარაუდოა, რომ ამ შუალედში, შოვიდან 7 კილომეტრში მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია.

"ანუ, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა (ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო). ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემის ნაწილი.

ვთხოვთ, ყველა ჩვენ პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს, მოგვცენ მაღალი გარჩევადობის, კარგი ხილვადობის ან ფასიანი ამ პერიოდის კოსმოსური/აერო გამოსახულებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთესად დავინახოთ, შევაფასოთ მიმდინარე გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პროცესები და დაფიქსირებული პრობლემატიკის შემთხვევაში ვაწარმოოთ მონიტორინგი. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!" - წერია განცხადებაში. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები