ცხედრების ფოტოები მანახეს, თუმცა იმდენად დასახიჩრებულია, რომ ამოცნობა შეუძლებელია - მარიტა გუტაშვილი

05.08.23 13:17
ცხედრების ფოტოები მანახეს, თუმცა იმდენად დასახიჩრებულია, რომ ამოცნობა შეუძლებელია - მარიტა გუტაშვილი

 

 

მეწყერში მოყოლილი ადამიანების ოჯახები დახმარებას ითხოვენ - ერთ-ერთი მარიტა გუტაშვილია. ქალი, რომელიც ოჯახის 9 წევრს მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებს. 

გუტაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრას მოითხოვს. ტრაგედიის ადგილას შეკრებილებს აინტერესებთ რატომ ჭიანურდება სამძებრო სამაშველო ოპერაცია.

მნახოს ირაკლი კობახიძემ, ღარიბაშვილმა, რომელიც დატრიალდა და გაფრინდა მნახოს! შემხვდით, თორემ კაბინეტებში მოგაკითხავთ. ჩამოდი კალაძე და ნახე "სანსეტი" რა დღეშია"- თქვა ახალგაზრდა ქალმა. 

მარიტა ბულაშვილი ამბობს იმასაც, რომ გუშინ ცხედრების ფოტოები ანახეს, თუმცა ისინი იმდენად დასახიჩრებულები არიან, რომ ამოცნობა ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები