ძალიან რთული ვითარებაა და მძიმე პირობები არის სამუშაოდ - მინისტრი

05.08.23 13:53
ძალიან რთული ვითარებაა და მძიმე პირობები არის სამუშაოდ - მინისტრი

ძალიან რთული ვითარებაა და მძიმე პირობები არის სამუშაოდ, - განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ადგილზე არის ლამი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს სამუშაოებს.

მაქსიმალური ძალისხმევა არის ახლა სწორედ კოტეჯებისა და სასადილოსკენ. კიდევ ერთი ცხედარი იქნა აღმოჩენილი. მეტი დეტალი დასადგენია. რაც შეეხება სამუშაოებს, რეალურად გუშინ მოვახერხეთ ჩვენ ხუთი ერთეული ტექნიკის გადასვლა. დღეს დაახლოებით 15 ერთეული მუშაობს უშუალოდ არეალში. გარდა ამისა, მთლიანობაში 30 ერთეული არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად ბევრი ტექნიკის ჩართულობით ვახერხებთ იმას, რომ გარკვეულწილად მობილობა იზრდება.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის აწყობა და საგზაო დეპარტამენტმა დღეს აუცილებლად უნდა დავდოთ ხიდი. ხედავთ, თქვენ რომ მდინარეზე გადასასვლელი გზაც ეწყობა პარალელურ რეჟიმში, ვიდრე ხიდი მოეწყობა. ასევე ალტერნატიული გზა, რომლითაც ჩვენ რეალურად მეორე ფრონტი გვინდა, გავხსნათ და იქედანაც გვინდა, შევიდეთ უკვე მაშველებთან და ჯართან ერთად, ასევე მესამე ფრონტი იქნება მას მერე, რაც უკვე ხიდი დამონტაჟდება. ფაქტობრივად ვცდილობთ, რომ მთელი პერიმეტრი მოვიცვათ შეძლებისდაგვარად, წინა მხარეზეა საუბარი. გარდა ამისა, კიდევ დავამატოთ ორი შესაძლო ფრონტი, ასევე მიმდინარეობს შიდა ტროტუარზე უშუალოდ არსებული ძველი გზის გაწმენდა, რომელიც შედარებით უფრო გვემორჩილება“, - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

მსგავსი სიახლეები