მძიმე ცნობები შოვიდან - მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
მძიმე ცნობები შოვიდან - რამდენიმე წუთის წინ, შოვში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობა, ამ დროსითვის 15-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის კიდევ 21 მოქალაქეს ეძებენ. ტერიტორიიდან ევაკუირებულია 210 მოქალაქე.