"ვეძებთ ფეხსაცმელს, ბავშვის ქუდს, რაც ადამიანის იქ ყოფნაზე მიგვანიშნებს" - რა პირობებში მუშაობენ მოხალისე მაშველები
უმძიმესი კადრები სტიქიური უბედურების ზონიდან - შოვში ჩასული ერთ-ერთი მოხალისე, სამთო გიდი მიქაელ ქავთარაძე "პირველებს" უმძიმეს ინფორმაციას აწვდის.
ახალგაზრდა აცხადებს, რომ მძიმე ტექნიკის გარეშე ვინმეს პოვნის შანსი რთულია.
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ჩანს, როგორ პირობებში მუშაობენ მოხალისეები. ისინი ეძებენ ადგილზე ადამიანების ყოფნის კვალს.
"ვეძებთ ფეხსაცმელს, ან ბავშვის ქუდს, რაც ადამიანის იქ ყოფნაზე მიგვანიშნებს"- ამბობს მოქალაქე.
მისი თქმით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კოტეჯების მოპირდაპირე ტერიტორიაზეა, სადაც ცხედრების უმრავლესობა იპოვეს.
მიქაელ ქავთარაძე "პირველებს" ეუბნება, რომ ისინი გრუნტში ჯოხების ჩარჭობით ცდილობენ, დაკარგულების კვალს მიაგნონ.