ქვეყანა მეწყერში მოყოლილებს გლოვობს - 16 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ შვიდი

05.08.23 20:00
ქვეყანა მეწყერში მოყოლილებს გლოვობს - 16 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ შვიდი

 

 

ქვეყანა მეწყერში მოყოლილებს გლოვობს - 16 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 7!  ცხედრები დაზიანებული და დასახიჩრებულია. ამოცნობისთვის  დნმ-ის ანალიზის ჩატარებაა საჭირო.

 ოფიციალური უწყებები ჯერ ვერ ამბობენ, გარდაცვლილებს შორის არიან თუ არა ბავშვები. სტიქიას ემსხვერპლა უკრაინის მოქალაქე, რომელიც ქართველ ქმართან და შვილებთან ერთად რაჭაში ისვენებდა.

დაკარგულების ოჯახებისთვის ჯოჯოხეთური წუთებია შოვშიც და ქუთაისის პროზექტურის შენობასთანაც. ვინც შვილის, დედის, მამის, დის და ძმის  ცოცხლად პოვნის იმედი დაკარგა, ხელისუფლებას ცხედარს სთხოვს.

 სტიქიის ზონაში მინიმუმ 19 ადამიანს ეძებენ - ეძებენ ღვარცოფში - ოთხი მეტრის სიღრმეში, კოტეჯების  ნანგრევებსა და ტალახში ჩაფლულ ავტომობილებში.
 

მსგავსი სიახლეები