ქვეყანა ტრაგედიიდან-ტრაგედიამდე - რატომ ვერ სწავლობს ხელისუფლება შეცდომებზე?
როგორ ებრძვის ცივილური სამყარო სტიქიას და როგორ ებრძვის კატასტროფებს საქართველო? - ჩვენი ქვეყანა საბჭოური წარმოების ორი ვერტმფრენით და გმირი მაშველების სიცოცხლის რისკის ფასად. განვითარებულ სახელმწიფოებში კი სამაშველო ვერტმფრენების გარდა, თერმული დრონები აქვთ.
ამ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, უმოკლეს დროში სხეულის ტემპერატურით შეიძლება სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანის პოვნა და გადარჩენა.
ეს ყველაფერი არ არის - დგინდება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირი საფრთხეების შესახებ ჯერ კიდევ ორი წლის წინ აფრთხილებდა. 2021 წელს ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა ჩვენს მთავრობას სპეციალური გეგმა შეუდგინა, ურჩიეს ტყის მასებისა და მეწყერ საშიშ ზონებში სენსორები დაემონტაჟებინათ, მაგრამ რეკომენდაციებს ყურადღება არავინ მიაქცია.