ვუსამძიმრებთ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს - ევროპის საბჭოს ოფისი
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შოვში ტრაგიკულად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს. უწყება თანადგომას უცხადებს მაშველებსაც და იმედს გამოთქვამს, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები საკუთარ ოჯახებს უვნებლად დაუბრუნდებიან.
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას, - წერს ევროპის საბჭოს ოფისი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულებს ამ დრომე ეძებენ.