აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის და დაკარგულთა გადასარჩენად - პაპის სადესპანო შოვზე

06.08.23 10:10
აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის და დაკარგულთა გადასარჩენად - პაპის სადესპანო შოვზე

წმინდა საყდრის სადესპანო მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმებს. პაპის სამოციქულო  ნუნციატურა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ დაღუპულებისთვის და დაკარგულებისთვის ლოცვას აღავლენს.

საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და შოვის რაიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო სამძიმარს გამოხატავს. აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად", - წერია პაპის სადესპანოს განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულებს ამ დრომე ეძებენ.

მსგავსი სიახლეები