სიტიქია შოვში - იდენტიფიცირებულია კიდევ 5 გარდაცვლილი
იდენტიფიცირებულია კიდევ 5 ადამიანი, ვინც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლა. ინფორმაცია "პირველებმა" რაჭიდან რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამ დროისთვის 17 დაღუპულიდან 12-ის ვინაობა უკვე დადგენილია.
ამ დრომდე ეძებენ კიდევ 17 დაკარგულს. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ქართველია. დაკარგულებს შორის 7 არასრულწლოვანია.
17 ცხედარი აღმოჩენილია. 17-ვე გადატანიალია პროზექტურაში ქუთაისში. აქედან 12 -ის იდენტოფოცირება მოხდა პოლიციის მიერ და 6 მათგანი ოჯახის მიერ იქნა ამოცნობილი. 5 მიცვალებულზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება. ახლა ვეზებთ 17 ადამიანს, - ამბობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი გოჩა ენუქიძე.
ოფიციალური პირები აღარ მალავენ, რომ ბოლო საათებში მაშველები და ჯარისკაცები დაკარგულების ნაწილებს პოულობენ. სტიქიის ზონაში ჩავიდა თბილისის მერი. კახა კალაძე დამეწყრრილ ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაციას ირაკლი კობახიძესთან ერთად აკვირდება.