ჩემი დისშვილი შემრჩა ხელში და ვუთხარი, "ჩვენ უნდა გადავრჩეთ" - რას ყვება ბიჭი "ცისფერი მაისურით"

06.08.23 11:42
ჩემი დისშვილი შემრჩა ხელში და ვუთხარი, "ჩვენ უნდა გადავრჩეთ" - რას ყვება  ბიჭი "ცისფერი მაისურით"

ადამიანები, რომლებიც შოვში მოვარდნილ სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ, მომხდარს იხსენებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გმირი, ბიჭი ცისფერი მაისურით, რომელიც ზურგით მცირეწლოვანი ბავშვის გაყვანას ცდილობს, რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიის შესახებ ყვება. დავით ჯელაძე ამბობს, რომ სრულად ტალახში იყვნენ ცაფლულები და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. 

მთლიანად მოწყვიტა ის ხიდი, წაიღო ყველაფერი, რაც ხიდზე იყო, მანქანები და ადამიანებიც, იმიტომ, რომ 15 ადამიანიდან 13-მა დავაღწიეთ იმ ხიდს თავი. მოვხვდით შუა მეწყერში, ვეღარაფერს ვაკეთებთ, ვეღარ დავდივართ, ვეღარ ვმოძრაობთ, ჩაფლულები ვართ მთელი ოჯახი. ვბრძოლობთ გადარჩენისთვის დიდი ხანი, მე ჩემი დისშვილი შემრჩა ხელში და ვეუბნები, რომ მეთქი, ჩვენ უნდა გადავრჩეთ. ამ მეწყერის ტალღა როდესაც დაგვეჯახა ჩვენ მოგვაშორა ჩვენი ოჯახის წევრებისგან  და ცოტა ცალკე ვიყავით, მეთქი, „მორჩა, ჩემი ცხოვრების ისტორია დამთავრდა“. ერთი ეს წარმოვიდგინე და ამ დროს იყო შავი მასის დაჯახება, დამეჯახა ზურგზე. ხელში მეკავა ბავში, ჩახუტებული მყავდა და გამაგდებინა ეს ბავში, მაგრამ იმდენს ვხვდებოდი, რომ ბოლომდე არ უნდა გავუშა ხელი მაშოს, თორემ შეიძლება ვეღარსდროს ვნახო-თქო. ამას ვფიქრობდი და თან ხმამაღლა ვყვიროდი. მაშო დავაძახებინე ჩემი დისთვის, მეთქი, მაშო დაუძახა ანას რომ კარგად ხარ და ყევლაფერი კარგად არის, - ყველა დავით ჯელაძე. 

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულებს ამ დრომე ეძებენ.

 

მსგავსი სიახლეები