შოვში რომ ჩავედით, მივხვდით, რომ ადამიანების გადარჩენის ძალიან დაბალი შანსი იყო - მოხალისე
შოვში, სტიქიის ზონაში უკვე მესამე დღეა მაშველებთან ერთად სამძებრო ოპერაციაში მოხალისეებიც არიან ჩართულები. მოქალაქეები სტიქიის ეპიცენტრში საქართელოს სხვა და სხვა რეგიონებიდან არიან ჩასულები.
ერთ-ერთი მოხალისე ამბობს, რომ ადგილზე იმაზე უფრო მძიმე ვიტარება დახვდა, ვიდრე წარმოედგინა.
გამთენებასთან ერთად ჩვენი მეგობრებც წამოვიდნენ და ადგილობრივებიც წამოვიდნენ და ქუთაისელი ბიჭები და კიდევ ძალიან ბევრი მოხალისე იყო, ყველას ვერ ჩამოვთვლი. ამოვიდნენ და ერთად გადავკვეთეთ მდინარეები, გადავხედეთ უშუალოდ კურორტის ადგილს და მიუხედევად იმისა, რომ გზიდან დანახული მქონდა ეს წაღებული ტერიტორია და ვიცოდი, რაც ხდებოდა, მაინც თავიდან მომიწია იმის გადახარშვა, რეალურად რა ხდებოდა. მივხვდით, რომ იქ ძალიან დაბალი შანსები იყო გადარჩენილი ადამიანის პოვნის. ფეხის გადასვლას ცდილობდნენ, რომ მეტი მაშველი ყოფილიყო გადაღმა და ისედაც დანგრეულ სახლს ფიცრებს ვაძრობდით, რომ რომ გზა გაგვეკეთებინა, მაგაში მივეხმარეთ მაშველებს, რომ გადავიოდნენ, იქ იპოვეს რამდენიმე გარდაცვლილი, - ყვება მოხალისე.
სტიქიის ზონაში ყოველდღიურად სამაშველო ოპერაციაშ ცასართავად სულ უფრო მეტი მოქალაქე ჩადის.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.