სოფელ ზოდში მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებაა - ადგილობრივებმა აქცია გამართეს

06.08.23 16:28
სოფელ ზოდში მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებაა - ადგილობრივებმა აქცია გამართეს

ჭიათურაში სოფელ ზოდს განადგურება ემუქრება. მოსახლეობა საფრთხეებზე ალაპარაკდა. ადგილობრივები სოფელში შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მოქალაქეებს პრეტენზიები "ჯორჯიან მანგანეზთან" აქვთ. სოფელ ზოდში ამბობენ, რომ შავი ოქროს მომპოვებელი სამუშაოების გამო სოფელში მეწყერის ჩამოწოლის რისკია.

მოსახლეობა კომპანიის სოფლიდან გასვლას ითხოვს.

მოძრაობას გავაჩერებთ და იმ შემთხვევაში თუ ჭიათურის მერი და სახელმწიფო მმართველი ზოდში არ ამოვა, აქ დაანონსდება საერთო მობილიზაცია ზოდის. მეწყრული პროცესი დაწყებულია, 100 მეტრის სიმაღლეა და ზევით მცხოვრებელებს პირდაპირი საფრთხე ემუქრებათ, - ამბობს ადგილობრივი. 

განგაშია ჯუთათაშიც. მოსახლოება აქ აცხადებს, რომ სოფლამდე მისასვლელი გზა დანგრეულია, თუმცა პრევენციული ზომები ადგილზე ამ დრომდე არ გატარებულა. 

მსგავსი სიახლეები