სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია - კალაძე შოვზე

06.08.23 13:01
სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია - კალაძე შოვზე

"შოვი აღარ არსებობს" - ამის შესახებ შოვში, სტიქიის ზონაში ჩასული "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი აცხახდებს. კახი კალაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს თავს დიდი უბედურება დაატყდა, თუმცა ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. 

შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული. ალბათ, თქვენც გქონდათ შესაძლებლობა გენახათ თუ რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონს და მხარეს. 

სტიქიის და უბედურების აცილება, ნუ, არ ვიცი ეხლა, თქვენ ნახავდით ალბათ კადრებსაც, სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა. იტალიაში რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა და უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია," - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები