შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 17 ადამიანიდან ერთ-ერთი დავით ბერიაშვილია
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 17 ადამიანიდან ერთ-ერთი დავით ბერიაშვილია. ახალგაზრდა პროზექტურაში დედამ ამოიცნო. ბერიაშვილი შოვში მეგობრებთან - გიორგი და სოფო ყარალაშვილთან ერთად ისვენებდა. და - ძმა ამ დრომდე დაკარგულია.
ქუთაისის პროზექტურის ბიუროში კიდევ ხუთი გარდაცვლილის ვინაობის დადგენას ცდილობენ. ოფიციალურმა უწყებებმა ჯერ არ იციან, დაღუპულებს შორის არიან თუ არა არასწრულოვნები, რადგან ცხედრების ნაწილი დაზიანებული და დასახიჩრებულია. ამ დროისთვის დაკარგულად 7 ბავშვი ითვლება.