წყალი და პროდუქტი სამძებრო ოპერაციაში ჩართულებისთვის - მოხალისეებმა ორი კარავი დადგეს
რაჭაში მოხალისეების მობილიზებაა - ახალგაზრდები ახლა გმირი მაშველებისთვის და ჯარისკაცებისთვის ორ კარავს ამზადებენ. სამძებრო ოპერაციებში ჩართულები ამ ლოკაციებზე კვებას და გათბობას შეძლებენ.
ჩვენ დავიწყეთ ახლა მობილიზება იმ ნივთების, რაც არის საწირო იმისთვის, რომ ორი შტაბი გავაკეთოთ ორ ადგილზე, სადაც გვექნება მინი სამზარეულოსავით, სააც შევკრებთ ამ პროდუქტებს და პროდუქტებს გავამზადებთ ასევე, იმიტომ, რომ ენერგიის წყაროები მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუშაობენ დატვირთულად და საკმაოდ რთული პირობებში უწევთ გადაადგილება და ყოფა, - ამბობს მოხალისე თამარ კანკავა.
მოხალისეები ამბობენ, რომ სამაშველო-მსაძებრო სამუშაობში ცართვის ძალიან ბევრი მსურველია. ამასთან, ირკვევა, რომ მობილიზება გამოაცხადეს ემიგრანტებმაც. ისინი სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფულს აგროვებენ.
რაჭაშია წითელი ჯვარიც.