თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის არასრუწლოვნებიც არიან

06.08.23 14:58
თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის არასრუწლოვნებიც არიან

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, თუმცა ჯუანშერ ბურჭულაძე მათ რაოენობას და ვინაობას არ ასახელებს. 

მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. იცით თქვენ, რომ ის სრული შემადგენლობა, რაც გავითვალისწინეთ ჩვენ აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად უკვე ადგილზეა. ჩვენ გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ.

მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ჩვენ ვუყურეთ აქ, ძალიან ემოციურია აქ ყოფნა, არასრულწლოვანის რამოდენიმე ცხედარი ამოვიყვანეთ, - განაცხადა ბურჭულაძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. 

მსგავსი სიახლეები